WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსი მხატვრის და კრემლის კრიტიკოსის სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი რობერტ კუზავკოვი) მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

მახმუდ ა.-ს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალი ედება მკვლელობაში დახმარებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

რუსი ოპოზიციონერი მხატვარი, 44 წლის სემიონ სკრეპეცკი პოლონეთში, ბიალა-პოდლიასკაში მიმდინარე წლის 15 ივნისს მოკლეს. მას ხუთჯერ ესროლეს.

დანაშაულიდან სამი დღის შემდეგ, პირველი ეჭვმიტანილი — საქართველოს მოქალაქე ელნურ ა. — დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მახმუდ ა. შესაძლოა ელნურ ა.-ს მკვლელობის ჩადენაში ეხმარებოდა.

2026 წლის 18 ოქტომბერს, 22 წლის მახმუდ ა. საქართველოდან პოლონეთში ჩავიდა. მომდევნო დღეს ABW-ის თანამშრომლებმა იგი A2 ავტომაგისტრალის მიმდებარე ავტოსადგომზე დააკავეს. ის კიდევ ორ საქართველოს მოქალაქესთან ერთად მგზავრობდა.

მახმუდ ა.-სთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე სასაზღვრო სამსახურს გადაეცა. მათ მიმართ პოლონეთიდან გაძევების პროცედურა დაიწყო, რაც ქვეყანაში ხელახლა შესვლის ათწლიან აკრძალვასაც ითვალისწინებს.