პუტინის სპეცწარმომადგენელი თბილისში იმყოფებოდა – TASS

2 days ago 10

“რუსეთი ღიაა ქართველი ხელოვანებისთვის” – აღნიშნა პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხეილ შვიდკოიმ. როგორც გაირკვა ის ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა სტუმრად.

ამის შესახებ ცნობას რუსული სამთავრობო მედიასაშაულება TASS ავრცელებს.

„მე მჯერა, რომ კულტურა არის ის სფერო, რომელსაც შეუძლია ეტაპობრივად, ყოველგვარი თვითნებური ქმედებების გარეშე, აღადგინოს ნდობის ატმოსფერო, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობდა. ერები კი ყოველთვის ილტვიან ერთმანეთისკენ; ჩვენი კავშირები ძალიან ღრმაა,“ – განაცხადა შვიდკოიმ, რომელიც მოსკოვის მიუზიკლის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და 14 და 15 ივნისს თბილისში „ცირკის პრინცესასა“ და „რევერსის“ ჩვენებებს ესწრებოდა.

შვიდკოის თქმით, გამოფენა „უკიდურესად მიმზიდველია“ ქართულ საზოგადოებასთან ამჟამინდელი კონტაქტებისთვის. „ვფიქრობ, [გამოფენა] ინტერესს გამოიწვევს ჩვენს კოლეგებში, რადგან გვინდა, რაც შეიძლება მეტად გავაცნოთ საქართველოს თანამედროვე რუსული ხელოვნება, თანამედროვე რუსული მხატვრობა, კინო და სახელოვნებო წარმოდგენები. ცხადია, ჩვენ გავაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც კომფორტული იქნება ჩვენი ქართველი პარტნიორებისთვის, მაგრამ მიმაჩნია, რომ მსგავს კულტურულ ღონისძიებებს თავისი მნიშვნელობა აქვს“, – თქვა მან.

შვიდკოიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ღიაა ქართველი ხელოვანებისთვის. „უნდა ითქვას, რომ რუსეთში საკმაოდ ბევრი ქართველი შემსრულებელია. დიდი ქართული ჯგუფები რეგულარულად ჩამოდიან გასტროლებზე, ასევე არიან უამრავი შესანიშნავი მუსიკოსი და შემსრულებელი, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ,“ – დაასკვნა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

სრულად წაკითხვა