დაღუპულებს შორის იყვნენ ელიტური სპეცდანიშნულების რაზმების, მათ შორის „ალფას“, სპეციალური ოპერაციების ძალების, გრუ-სა და საჰაერო სადესანტო სპეცდანიშნულების რაზმების ოფიცრები და რიგითები. ცნობილია, რომ დაიღუპა სულ მცირე 20 სამხედრო მფრინავი და შტურმანი. ცნობილი დანაკარგებიდან 346 „ვაგნერზე“ მოდის.
რუსეთმა ოფიციალურად აღიარა სირიაში 116 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. თავდაცვის სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო განცხადება 2019 წლის გაზაფხულზე გააკეთა. მას შემდეგ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.
სირიაში ბრძოლებში რუსეთის სპეცრაზმელების დაღუპვის შესახებ რუსულმა წყაროებმა უკანასკნელად ნოემბრის ბოლოს განაცხადეს, როდესაც ანტისამთავრობო ძალების სწრაფი შეტევა დაიწყო მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის პოზიციებზე.