თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა.
„არ გამოვრიცხავ [ჩავიდეს დაკრძალვაზე]. რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები – თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ირანული მედიასაშუალების, WANA-ს თანახმად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეგიონის არაერთი მაღალჩინოსანი და მაღალი რანგის დელეგაცია დაესწრება აიათოლა ხამენეის დაკრძალვის ღონისძიებებს, რომლებიც ივლისის დასაწყისში რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართება თეირანში, ყუმში, მეშჰედსა და ერაყის გარკვეულ ნაწილებში.
განახლება:
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა.
„რეგიონის ყველა ლიდერი მიემგზავრება, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც“, – განუცხადეს ნეტგაზეთს ყაველაშვილის პრესსამსახურში

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·