რა არის ყველაზე მთავარი ბავშვის ოთახში? – რა ნიშნით უნდა აარჩიო საბავშვო ავეჯისთვის ხელოსანი?

2 weeks ago 21

3

საბავშვო ოთახის მოწყობა მარტივი საქმე არ გეგონოს. ბავშვი სამყაროს შესწავლას მის ოთახში მდებარე ავეჯიდან და ნივთებიდან იწყებს. მისი განვითარებისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურება მისი პირადი სივრცე. ბავშვის ოთახი ბავშვზეც და მშობელზეც ბევრს ამბობს. თუ ბავშვს არ უყვარს თავის ოთახში თამაში და ძილი, შესაძლო, მშობელმა მხოლოდ თავისი გემოვნებით მოაწყო ეს ოთახი და შვილის გემოვნება არ გაითვალისწინა? 

ამ მასლაში ვისაუბრებ, როგორ უნდა შეუთავსო ერთმანეთს უსაფრთხო და ლამაზი, საჭირო და კომფორტული.

უსაფრთხოება

ბავშვთა ავეჯის შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა უსაფრთხოებაა. კეთოლსინდისიერი ხელოსნები, ბავშვის ავეჯის დასამზადებლად იყენებენ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალებს. 

ერთი შეხედვით, მზა ავეჯის ყიდვა ბევრად ადვილია, მიხვალ მაღაზიაში, იყიდი და წამოიღებ, მაგრამ რამდენიმე დეტალია –  სწორად გაზომე ოთახი? ნამდვილად ეტევა საწოლი იმ კუთხეში, სადაც ბავშვს სურს დაძინება? ნამდვილად იმ მასალითაა დამზადებული, რაც აწერია? ნამცხვარს არ ყიდულობ, რომ სახლში მოტანილი დაჭრა და გასინჯო. ავეჯს ვერ გახსნი, მხოლოდ მწარმოებლის კეთილსინდისიერებაზე ხარ დამოკიდებული. 

აი, თუ საბავშვო ავეჯს პროფესიონალს შეუკვეთავ, წინასწარ, თავად, ზუსტად გაზომავს ოთახს, რჩევებს მოგცემს დიზაინის შერჩევისას, ორიგინალურიც შეიძლება იყოს, თუ ამის სურვილი გაქვს, შეუძლია მოიტანოს დაშლილ მდგომარეობაში და შენს თვალწინ ააწყოს. რაც ყველაზე მთავარია, დიზაინის შექმნაში შეგიძლია ჩართო ბავშვიც. 

უსაფრთხოებისთვის, იდეალური ვარიანტია ბუნებრივი მყარი ხისგან დამზადებული ავეჯი.  თუმცა, ფასი არც ისე დაბალი იქნება, ამიტომ კარგი ხარისხის ხის შემცვლელითაც შეგიძლია შეუკვეთო დამზადება. 

დაიმახსოვრე, ავეჯი უნდა იყოს ძლიერი და სტაბილური, რათა თამაშისას, დაჯახებისას, არ წაიქცეს, უნდა იყოს სტაბილური, მყარად უნდა იდგეს იატაკზე, არ უნდა მოძრაობდეს და ირწეოდეს. კუთხეები არ უნდა ჰქონდეს წვეტიანი და უხეში. 

საბავშვო ავეჯში ეცადე არ იყოს მინის ელემენტები ან მხოლოდ მცირე ზომით იყოს. შეუთანხმდი რომ ყველა დეტალი ავეჯზე უნდა იყოს საიმედოდ დამაგრებული.

ოთახის ზომა

მშობლები, უმეტესად, ცდილობენ, ყველაფერი დაატიონ შვილის ოთახში, საწოლი, მაგიდა, სკამი, კიდევ ერთი სკამი. სპორტული კუთხე, სამეცადინო კუთხე, კარადა, კომოდი. კიდევ ერთი კარადა სათამაშოებისთვის – კარგია ყველა ეს ნივთი, რატომაც არა, მაგრამ ისე არ მოხდეს, რომ ავეჯი დაეტიოს და ბავშვი ვეღარ, ისე არ მოხდეს, პატარა სივრცე არ დარჩეს სათამაშოდ. ოთახში ცარიელი სივრცე განვითარებაზე დადებითად მოქმედებს, ხოლო გადატვირთული ოთახი თრგუნავს ბავშვს და მის ფანტაზიას. 

თუ ოთახი დიდი არაა, ნუ გადატვირთავ – საწოლი, მაგიდა და პატარა კარადა სრულიად საკმარისია. 

არ დაგავიწყდეს ტრანსფორმირებადი ავეჯიც შეგიძლია შეუკვეთო, ეს სივრცის პრობლემას მნიშვნელოვანდ შეგიმცირებს. 

გოგო – ვარდისფერი, ბიჭი – ცისფერი?

ვინ დააწესა ეს ფერები, არ ვიცი. მეც გოგო ვარ და ჩემს მშობლებს ჩემი ოთახი ვარდისფრად რომ შეეღებათ, იქ ერთ ღამესაც არ გავათევდი. მეორე მხრივ, საერთოდაც არ მქონდა ჩემი ოთახი, ამიტომ, ავიღე და „ზალა“ ვიჩუქე. ის გახდა ჩემი საძინებელი. 

არანაირი კავშირი ფერს სქესთან არ აქვს, მხოლოდ გემოვნებასთან და სასურველია ოთახის და ავეჯის ფერი შვილთან შეათანხმო. 

დიზაინერებს თუ დავუჯერებთ, ტრენდულია პასტელური ფერები, რადგან ისინი არ იწვევენ გაღიზიანებს, ან აგრესიას. რაც შეეხება ჩრდილებს – გარგარისფერი, კრემისფერი, ცისფერი, ნაცრისფერი, მწვანე და სხვა ბუნებრივი ფერების გრადაციები. 

ფსიქოლოგები არ გვირჩევენ ბავშვის ოთახში წითელ ფერს, არც თეთრს. საუკეთესო ვარიანტებია – ლურჯი, მწვანე, ყვითელი ფერები. 

ასაკი:

ასაკის გათვალისწინება აუცილებელია, ავეჯის დიზაინის შერჩევამდე. მაგალითად, ბაღის ასაკის ბავშვის შეგიძლია მრავალფეროვანი ავეჯით შეუქმნა ზღაპრული სამყარო, სასკოლო ასაკის ბავშვისთვის უკვე საწოლის და კარადის გარდა საჭიროა მოხერხებული მაგიდა და სკამი და კიდევ ერთი კარადა სასკოლო ნივთებისთვის. 

მასალა

ბუნებრივი ხის ავეჯი – ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა მასალაა. არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და მისგან დამზადებული ავეჯი იდეალურია ახალშობილისთვის. მაგალითად, არყის ხეს აქვს ანტიბაქტერიული და ანტიალერგიული თვისებები.

თუმცა, ხესაც აქვს ნაკლი – ცუდად დამუშავებული ხე ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურის და ტენიანობის ცვლილებებზე. ამიტომ ფიჭვისგან დამზადებულმა ავეჯმა, შეიძლება კანი გაუკაწროს პატარა ადამიანს. ამ ხისგან დამზადებული ავეჯი, მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებთან შეგვიძლია გამოვიყენოთ.  

MDF ავეჯი

MDF ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით ავეჯის ინდუსტრიაში. მისი წარმოებისთვის გამოიყენება ხის ბოჭკოები და სპეციალური წებო. მზა მასალა არ შეიცავს არანაირ ტოქსიკურ ნივთიერებებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. MDF ს ლამინირებული, ვინირირებული ან პლასტმასის თხელი ფენით იყენებენ. ამ მასალისგან დამზადებული ავეჯი ძალიან გამძლეა. საშუალო მომსახურების ვადა 10 წელია

ასეთი ავეჯის მინუსი არამდგრადი ზედაპირია – ადვილად ეტყობა ნაკაწრები.

მინის და ლითონის ავეჯი

მინისგან და ლითონისგან დამზადებული საბავშვო ავეჯი არ არის საუკეთესო ვარიანტი, განსაკუთრებით უმცროსი ასაკის კატეგორიისთვის. 

“მზარდი” ავეჯი

ახალშობილისთვის ან პატარა ბავშვისთვის ოთახის მოწყობისას უნდა გესმოდეს, რომ ავეჯი დროთა განმავლობაში უნდა შეიცვალოს. ეს უფრო მეტად განპირობებულია არა საგნების ცვეთით, არამედ ბავშვის აქტიური ზრდით. დღეს ამ საკითხის იდეალური გადაწყვეტა არსებობს – შეგიძლია შეუკვეთო “მზარდი” ავეჯი.

ასეთ ნივთებში შეგიძლია დაარეგულირო სკამის ზურგის ან მაგიდის ზედაპირის დახრილობა, მეტიც, საწოლის ზომაც რეგულირდება. შეიძლება, იმწამს მეტის გადახდა მოგიწიოს. მაგრამ სამაგიეროდ, ყოველ წელს შეცვლა აღარ გიწევს,

მოხერხებულობა და ფუნქციონალურობა

კარგი ვიზუალი  სასიამოვნოა, მაგრამ მთავარია ნებისმიერი ავეჯი შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლეს, პარამეტრებს, ფიზიკურ მონაცემებს. მაგალითად, მოზარდისთვის კარადა სჯობს შეიძინო 180 სმ სიმაღლის მაქსიმუმ და 55 სმ მაქსიმუმ სიღრმით. რადგან, ბავშვმა, დამოუკიდებლად შეძლოს ნივთების აღება და შენახვა, საკუთარი ნივთების და ოთახის დალაგება.

ყურადღება მიაქციე ფუნქციონალურობას. კარგი იქნება, თუ მაგიდას ექნება რამდენიმე უჯრა, რომ ყველა ნივთს ადგილი მარტივად მიუჩინოს. 

სივრცე

თუ გინდა ოთახში რამდენიმე სივრცე მოაწყო, არ გამოიყენო ტიხრები, ამისათვის საკმარისია ავეჯის სწორად შერჩევა. 

ბავშვის ოთახისთვის გჭირდება კომფორტული საწოლი, მაგიდა, სკამი. კარადა.

თუმცა,  ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის სათამაშო სივრცეა. არაფერს აქვს მნიშვნელობა, არც ხარისხს ავეჯის, არც ღირებულებას, არც რაოდენობას, არაფერს, ზემოთ ჩამოთვლილიდან, თუ ოთახში არ იქნება სათამაშო სივრცე. 

არ დაგავიწყდეს, არ არის რეკომენდებული საწოლის განთავსება ფანჯრებთან და რადიატორებთან. ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი ძილის დროს. უმჯობესია ფანჯარასთან ახლოს მაგიდა მოათავსო.

აბა, რას იტყვი, ხარ მზად, მომავალ, 2025 წელს, ბავშვის ახალი ოთახით, უფრო სწორად, განახლებულით, ახალი, მოხერხებული ავეჯით, შეხვდე?

თუ – კი, პროფესიონალი იქ უნდა ეძებო, სადაც ათობის განცხადებაა განთავსებული, იქ, სადაც მოქალაქეები თავიანთ გამოცდილებას კომენტარებში წერენ, იქ, სადაც მასალის, დიზაინის, ფასის დიდი არჩევანია. 

თუ შენი პასუხია – არა, მაშინ გადაუგზავნე ეს წერილი თოვლის ბაბუას, ვინ იცის, იქნებ, დაშალოს და ნაწილ–ნაწილ შემოიტანოს საკვამურიდან ან ფანჯრიდან? – ცდად ღირს. 

ავეჯის ხელოსანი:

პროფესიონალის დახმარება ყოველთვის საჭიროა, თუმცა, ზოგჯერ, შეგვიძლია, მათ გარეშეც გავიდეთ ფონს. მაგალითად, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, თუმცა, მჭადს ჩვენც ვაცხობთ და პურიც შეგვიძლია გამოვაცხოთ, თუ ამის საჭიროება იქნება, სახლში. მაგრამ არის შემთხვევები, როცა პროფესიონალის გარეშე, არც კი ღირს საქმის დაწყება.

ერთ სანიმეტრსაც კი უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, დავუშვათ, იყიდე კარადა, რომელიც ზუსტად უნდა ჩაჯდეს ერთ კუთხეში და ვერ სვამ, 1 სანტიმეტრით დიდია, რას აკეთებ ამ დროს? კედელს ანგრევ? ხო, 1 სანტიმეტრი რა მანძილიაო, იტყვი, მაგრამ არ ეტევა და რა გინდა რომ ქნა? უმრავლესობას, ავეჯის გადაკეთება ან სულაც ახლოს ყიდვა უწევს. 

რამდენჯერ გგონებია, რომ ზუსტად იცი, ესა, თუ ის ტანისამოსი მოგიხდება? – ჩაგიცვამს და ტანზე ისე არ გადგას, როგორც გგონია. მაშინ, რატომ არ შეიძლება, რომ ავეჯის ის წყობა, რაც გგონია ოთახს მოუხდება, ნამდვილად ისაა, რაც წარმოგედგინა?

ნუ დახარჯავ ორმაგს, ავეჯის გამოცვლა სერიოზული ხარჯია, რომ არაფერი ვთქვათ, ფიზიკურ დატვირთვაზე და დაკარგულ დროზე, მოტანა, დალაგება, წაღება, ახლის ყიდვა და მოტანა…  გამოიძახე ავეჯის  ხელოსანი, აზომავს, გირჩევს, რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებს, დიზაინს შეუთანხმებ, იმასაც გეტყვის, ოთახის ფერს როგორი ავეჯი უფრო მეტად მოუხდება, ან ოთახის სივრცეს და წყობას – რა სტილის. 

არ დაგავიწყდეს, მთავარია, ოთახში დარჩეს სათამაშო სივრცე – პროფესიონალი აუცილებლად შეძლებს, ისეთი ავეჯი შემოგთვაზოს, რომ უსაფრთხოც იყოს, კომფორტულიც, ორიგინალურიც, ლამაზიც, ადვილად მოსავლელიც  და ფართს ისე შეუხამოს, რომ ყველა ნივთსაც თავისი ადგილი ჰქონდეს და ბავშვი ოთახში მხოლოდ დასაძინებლად არ შედიოდეს. 

(RI

სრულად წაკითხვა