WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გარდაიცვალა ცნობილი იურისტი და ადვოკატი ეკა კოკიჩაიშვილი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურიდიული კომპანია MKD Law-ის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დაგვტოვა ჩვენმა ეკამ. მწუხარება განუზომელია…“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ეკატერინე (ეკა) კოკიჩაიშვილი წლების განმავლობაში MKD Law-ში მუშაობდა და კომპანიაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკა კოკიჩაიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.