რა თანხა გამოიმუშავა პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგებით

1 day ago 3

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ისტორიული დღე დადგა – საფრანგეთის საფეხბურთო გრანდმა, „პარი სენ-ჟერმენმა“, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფინალურ მატჩში პარიზელებმა შთამბეჭდავი ანგარიშით, 5:0 დაამარცხეს მილანის „ინტერი“, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შედეგია.

თასის მოპოვებასთან ერთად, „პსჟ“-მ მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელიც მიიღო. საერთო ჯამში, კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლით 148.4 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც ასე ნაწილდება:

ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის კლუბმა მიიღო 18.62 მილიონი ევრო;
ყოველ გამარჯვებაზე ჯგუფურ ეტაპზე დამატებით 2.1 მილიონი ევრო;
ყოველ ფრეეზე – 700,000 ევრო;
მერვედფინალში გასვლა დაჯილდოვდა 11 მილიონი ევროით;
მეოთხედფინალში თამაში კლუბს მოუტანა 12.5 მილიონი ევრო;
ნახევარფინალში გასვლა შეფასდა 15 მილიონით;
ფინალში გასვლამ კლუბს შემატა 18.5 მილიონი ევრო.

ამ ყოველივეს დამატებული პრემიების შედეგად „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის სეზონში ჯამში 148.4 მილიონი ევრო მიიღო.

სრულად წაკითხვა