როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგაზე ბენფიკასთან წაგების შემდეგ ფენერბაჰჩემ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიო დაითხოვა.
პორტუგალიელი სპეციალისტი დროზე ადრე აქამდეც არაერთხელ გაუშვიათ გუნდიდან, რის ხარჯზეც მას ჯამურად 115 მილიონი ევრო აქვს გამომუშავებული.
რაც შეეხება უშუალოდ ფენერიდან წასვლას, თურქულმა კლუბმა მოურინიოს კონტრაქტის გაწყვეტისთვის 15 მილიონი ევრო გადაუხადა.