ლივერპულში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი წარმატებული დღე დაფიქსირდა საქართველოს დელეგაციისთვის. 65 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა გურულმა მორიგი გამარჯვება იზეიმა და საქართველოს ნაკრებს გარანტირებული მედალი მოუტანა.
ქართველი სპორტსმენი მეოთხედფინალურ ეტაპზე ინდოელ აბჰინაშ ჯამვალს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი სტილით სძლია. ამ გამარჯვებით გურულმა ნახევარფინალში გასვლასთან ერთად მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გარანტირებული გაიხადა. თუმცა, ცხადია, თავად სპორტსმენის მთავარი მიზანი ფინალში ასპარეზობა და მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლაა.
იმ შემთხვევაში თუ ლაშა გურული ფინალში გავა და მსოფლიოს ჩემპიონობასაც შეძლებს, მას საჩემპიონო პრიზი 100 000-დან 200 000$-ის ფარგლებში გადაეცემა.
შენიშვნა: ზუსტი თანხა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად პრესტიჟული ორგანიზაცია ატარებს ტურნირს.