თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა.
ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 3 წლის ვადით საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.
თავად ალექსანდრე პოპოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჩადენილს აღიარებს.
“პირობას გაძლევთ, მსგავსი რამ არ განმეორდება”, - აღნიშნა პოპოვმა.
მისი თქმით, ის სტუმრად იყო მეგობართან, იყო ნასვამი. მისი თქმით, საპირფარეშოში სურდა შესვლა, რომელიც დაკავებული ჰქონდა მისი მეგობრის ფეხმძიმე მეუღლეს, ამიტომ, პოპოვის თქმით, “ჩაიდინა ის ქმედება, რასაც შსს ედავება”.
ამასთან, პოპოვის განმარტებით, ის ბინას ფლობს თბილისში, სადაც სარემონტო სამუშაოებს ატარებს. პოპოვმა სასამართლოს სთხოვა, რომ მისთვის რემონტის დასრულების და საქართველოში ცხოვრების საშუალება მიეცათ. გაანგრძეთ კითხვა>>
წყარო: palitravideo.ge
sport24