დანა ონკანში ჩავაგდე, გარეცხილი არ იყო” – თქვა სასამართლოზე ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა თეკლა გერსამია.
ცნობისთვის, დღეს 25 წლის თეკლა გერსამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამით მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თავის მხრივ, დაცვის მხარემ სასამართლოს 30 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა.
თავად ბრალდებული თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს.
ვიდეო: “TV პირველი”