“რა უყრიათ ამ ადამიანებს თავში?” – სიმონიანი ფაშინიანის მხარდამჭერ სომხებზე

1 hour ago 3

23.06.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

წარმოშობით სომეხი, კრემის პროპაგანდისტი რუსი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი აკრიტიკებს იმ სომხებს, რომლებმაც არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანს დაუჭირეს მხარი.

მან ფაშინიანი მოიხსენია თურქული სიტყვით “ეფენდი” [პატივსაცემი ადამიანი], რითაც მიანიშნა იმ პროპაგანდაზე, რომ ფაშინიანი წარმოშობით არის თურქი, ან მინიმუმ პრო-თურქი – ამ ნარატივს სომხური ოპოზიციური ჯგუფები ფაშინიანის პოლიტიკური შეურაცხყოფისთვის იყენებენ.

გარდა ამისა, სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც ფაშინიანს დაუჭირეს მხარი ბევრი “პრიანიკი” ჭამეს. ის გულისხმობს, რომ ფაშინიანმა მხარდამჭერები მოისყიდა.

“რა უყრიათ ამ ადამიანებს თავში? რატომ მისცეს ხმა ამ “ეფენდი” ფაშინიანს? არ ვიცი. რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური და ხმები დაამატეს [გააყალბეს ფაშინიანის სასარგებლოდ], მაგრამ, ამის მიუხედავად, მან მაინც ძალიან ბევრი ხმა მიიღო.

როგორ შეიძლება ხმა მისცე ადამიანს, რომელიც, ჩემი აზრით, პატივს არ სცემს გენოციდის ხსოვნას, რომელმაც ყარაბაღზე ხელი აიღო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური კარიერა და ძალაუფლება რუსეთთან მტრობის საფუძველზე ააგო? უბრალოდ, ვერ ვიგებ.

როგორც ჩანს, სომხები, რომლებიც ფაშინიანს აძლევენ ხმას არიან ისინი, ვინც “პრიანიკი” ჭამა [გულისხმობ, რომ მოისყიდეს]. ახლა დროა, საკუთარი არჩევანის შედეგები მოიმკან. ზედმეტად ბევრი “პრიანიკი” და ტკბილი დაპირება იყო. როგორც ჩანს, ამან მათ ჯერ მუცელი აატკივა, რამაც ტვინს დაარტყა. ყოველ შემთხვევაში, ასეა თუ ისეა, წავიდნე და ფაშინიანს მისცეს ხმა.

მთელი ისტორიის გამავლობაში, ბოლო 300 წელი, სომეხი ხალხი რუსეთმა გადაარჩინა. როგორ არ აფასებენ ამას? როგორ დაივიწყეს ეს და ხმა მისცეს ადამიანს, რომელიც 2018 წელს ხელისუფლებაში რუსოფობიური ლოზუნგებით მოვიდა? ეს მაშინ ვერ შევამჩნიეთ, ან არ გვინდოდა, რომ დაგვენახა.

რამდენი ხანია რაც ხელისუფლებაშია? 8 წელი? კი ბატონო, ეს მათზეა, მაგრამ ამ ადამიანებმა [ფაშინიანის მხარდამჭერებმა] რუსოფობიური სლოგანები აიტაცეს და ახლა შედეგებსაც თავად უნდა გაუმკლავდნენ. მივცეთ შესაძლებლობა თავად მიხედონ საკუთარ თავს […] თუ ფაშინიანს უჭერ მხარს, ესე იგი მხარს უჭერ რუსოფობიას”, – განაცხადა სიმონიანმა.

უფრო მეტიც, სიმონიანი ამბობს, რომ ფაშინიანის მხარდამჭერ სომხებს რუსეთში შესვლა უნდა აეკრძალოთ.

I don’t know what could possibly be going through the minds of the Armenians who cast their ballots for Pashinyan. But I have a concrete proposal for them — and for us. pic.twitter.com/APPGi885IM

— Margarita Simonyan (@M_Simonyan) June 23, 2026

სრულად წაკითხვა