რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის წინააღმდეგ მატჩში?

4 hours ago 2

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა” ,,არსენალი” სტუმრად 1:0 დაამარცხა.

პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ხვიჩამ Whoscored-სგან, ჯანლუიჯი დონარუმასთან ერთად, ყველაზე მაღალი – 7.7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქართველმა შემტევმა, კარისკენ 3-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), 18-დან 8 დუელი მოიგო და 18-დან 17 ზუსტი გადაცემა გააკეთა (94%).

7.9 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Flashscore-მა (უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ დონარუმას ჰქონდა), 7.4-ით კი – Sofascore-მა.

,,პსჟ-სა” და ,,არსენალს” შორის საპასუხო მატჩი მომავალ ოთხშაბათს, 7 მაისს, პარიზში გაიმართება.

წყარო: belive

სრულად წაკითხვა