რა შეცდომა დაუშვა UFC-მ რომან დოლიძის გამოსვლის დროს

6 days ago 11

10 აგვისტოს გამართულ ტურნირზე რომან დოლიძე ენტონი ერნანდესს დაუპირისპირდა და მეოთხე რაუნდში საბმიშენით დამარცხდა. ქართველი მებრძოლის ოქტაგონზე გასვლისას ეკრანზე ტრადიციული წარწერები გამოჩნდა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი დიდი განხილვის მიზეზად იქცა.

სუბტიტრებში ეწერა, რომ დოლიძე UFC-ში მოღვაწე სამ ქართველ მებრძოლს შორის ერთ-ერთია, რაც ფაქტობრივად არასწორია. რეალურად, ორგანიზაციაში ამ ეტაპზე ხუთი ქართველი მებრძოლი ასპარეზობს: ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე, გიგა ჭიკაძე და ალექსანდრე თოფურია.

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ამ სიას კიდევ ერთი სახელი დაემატება – ლევან ჩოხელი, რომელმაც დაადასტურა, რომ UFC-დან სადებიუტო ბრძოლას მალე ელოდება.

სრულად წაკითხვა