“რა შუაშია აქ ინციდენტი?.. მე რა ვიცი, ჰკითხეთ, გიჟია” – ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე

1 week ago 10

პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კომენტარში თავის შეფასება-განმარტებებს აკეთებს ლაშა გაბიტაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა აღნიშნული ფაქტი დაკავშირებული აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან:

,,ამ სიგიჟეზე პასუხს ვერ გაგცემთ, არ არის…

უყურე, არის გარკვეული კრიტერიუმები, რითაც საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება, შეუნარჩუნდება ან მიენიჭება ადამიანს.

ამაზე შესაბამისი კომისია აკეთებს დასკვნებს და იხილავს. თუ თვლის, რომ ეკუთვნის [მოქალაქეობა], მაშინ გაასაჩივროს და პროცედურებია. რა შუაშია აქ ინციდენტი?

ჟურნალისტის ჩაკითხვა: საფრთხეს წარმოადგენსო და რა საფრთხეს წარმოადგენს ლაშა გაბიტაშვილი

მე რა ვიცი, ჰკითხეთ, გიჟია, მე რა ვიცი, რატომ უნდა გიპასუხოთ” , – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციისთვის: ლაშა გაბიტაშვილი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა უკავშირდება მასსა და ირაკლი ზარქუას შორის აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებას. როგორც იგი აღნიშნავს, იუსტიციის სახლიდან მიღებულ ოფიციალურ პასუხში წერია, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

სრულად წაკითხვა