AMO’S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე უკვე მეორედ იმყოფებოდა. მას შვილის, სოფიას ესკიზის მიხედვით შექმნილი ულამაზესი კაბა ეცვა, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ვიდეოში, რომელსაც თამო აქვეყნებს, ჩანს, რომ წითელ ხალიჩაზე კრიშტიანუ რონალდუს მეუღლის, ჯორჯინა როდრიგესის გვერდით პოზირებს.
"გალას" ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს სხვა ვერსია - სხვა რაკურსიდან გადაღებული კადრები გავრცელდა, რომელშიც თამო ვაშალომიძეს ფოტოგრაფები მიუთითებენ, რომ ჯორჯინას ფოტოს გადაღების დროს არ გადაეფაროს და გაიწიოს.
აღნიშნულ კადრებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ ფოტოგრაფები თამოს უტაქტოდ მოექცნენ.
"რა ცუდად მოექცნენ თამოს პაპარაცები..."
"თამო უხერხულად გადაეფარა ჯორჯინას, კადრი რომ გამოსვლოდა, მაგრამ ფოტოგრაფების ქცევა ნორმალურია?"
სრულად > palitravideo.ge
sport24