რა ხდება ლუკა მოდრიჩსა "მილანს" შორის - ბოლო ცნობები

2 days ago 8

როგორც მოგეხსენებათ, ლუკა მოდრიჩი მადრიდის "რეალს" მიმდინარე ზაფხულში დატოვებს.

ხორვატი ვეტერანი ახალ გამოწვევას ეძებს და, როგორც ჩანს, მის კარიერაში ახალი ეტაპი იტალიაში გრძელდება.

გამოცემა "La Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, მოდრიჩმა პრინციპში უკვე შეათანხმა დეტალები "მილანთან" – საუბარია ერთწლიან კონტრაქტზე, რომლის გახანგრძლივების ვარიანტიც მეორე წლითაც გათვალისწინებულია.

იწერება, რომ ხორვატი ნახევარმცველი სეზონში დაახლოებით 3-დან 3.5 მილიონ ევრომდე მიიღებს, თუმცა წყაროს ინფორმაციით, ფინანსური მხარე მისთვის პრიორიტეტი არ არის – 39 წლის ფეხბურთელი კარიერის ამ ეტაპზე უფრო საინტერესო და ამბიციურ პროექტს ეძებს.

შეგახსსენებთ, რომ ლუკა "ბლანკოსის" რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

სრულად წაკითხვა