რაგბი ევროპა | შარშანდელი შედეგით რუმინეთთან - ფინალი თბილისში ესპანეთთან

4 hours ago 1

ბორჯღალოსნებმა რუმინეთს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში შარშანდელის მსგავსად, 43:5 სძლიეს და ფინალში ესპანეთს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, „მიხეილ მესხზე“ 16 მარტს შეერკინებიან.

ეს იყო ამ გუნდების 30-ე დაპირისპირება და საქართველოს მე-20-ე გამარჯვება - მიჯრით მეცხრე! მას შემდეგ, რაც ჩემპიონატში ფინალური თამაშები დაინერგა (2023 წლიდან), ბორჯღალოსნები ზედიზედ მესამედ გავიდნენ გადამწყვეტ მატჩში და ტიტულს მე-17-ედ შეუტევენ.

როგორც წესი, ამ გუნდებს შორის გათამაშდა საზიარო „ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის თასი, რომელიც საქართველომ მე-19-ედ მოიგო.

„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში მასპინძლები სრულად დომინირებდნენ და მისი ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს. იყო შანსი, რომ ურთიერთდაპირისპირებებში პირველად გაგვემარჯვა მშრალი ანგარიშით, მაგრამ სტუმრებმა გაწითლებულ დროზე ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს.

RUGBY.GE

სრულად წაკითხვა