რადიო თავისუფლება: კონგრესის წერილი მარკო რუბიოს მოუწოდებს, დაასანქცრიოს ივანიშვილის “მაცოცხლებელნი”

3 hours ago 1
მარკო რუბიო, სენატორი, არჩეული სახელმწიფო მდივნის პოსტზე არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ, სურათი: rubio.senate.gov

რადიო თავისუფლების ქართული სამსახური ვაშინგტონში თავის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის კონგრესმა წერილი გაუგზავნა სახელმწიფო მდივნის კანდიდატს მარკო რუბიოს, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ. რადიო თავისუფლების ცნობით, წერილში ჩამოთვლილია ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ სია – 25 პირის გვარი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ელიტარულ კორუფციაზე, პროპაგანდასა და რეპრესიებზე. წერილი მომავალ სახელმწიფო მდივანს მათთვის სანქციების დაწესების თხოვნით მიმართავს.

წერილი ასევე აცნობებს სახელმწიფო მდივნის კანდიდატს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის წინასაარჩევნო გარემოს, სადავო არჩევნებს, პრო-ევროპულ საპროტესტო აქციებს, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დევნას. წერილი აღნიშნავს, რომ მართალია, შეერთებულმა შტატებმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ივანიშვილის სანქცირებით, მაგრამ აუცილებელია იმის აღიარება, რომ მისი ძალაუფლება ძლიერდება „მაცოცხლებელთა “ ქსელით და, შესაბამისად, აღნიშნული პირებიც სანქცირებულნი უნდა იყვნენ.

სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, ქართული ოცნების ლიდერები, მინისტრები და ოფიციალური პირები, ბიზნესმენები და მოსამართლეები:

  • ეკატერინა ხვედელიძე – ბიძინა ივანიშვილის ცოლი;
  • ალეკო ივანიშვილი – ბიძინა ივანიშვილის ძმა;
  • უჩა მამაცაშვილი – ივანიშვილის დეიდაშვილი;
  • შმაგი კობახიძე – ივანიშვილის დისშვილი;
  • ნათია თურნავა – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი;
  • კახა ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე;
  • თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის მეთაური;
  • გრიგოლ ლილუაშვილი – სუსის უფროსი;
  • ვახტანგ გომელაური – „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი
  • კახა კალაძე – თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი;
  • ირაკლი კობახიძე – წერილში მოხსენიებულია, როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“;
  • ლაშა ნაცვლიშვილი – მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“;
  • ვასილ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სამეურვეო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. სიაში მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“;
  • ირაკლი რუხაძე – „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე);
  • სოსო ფხაკაძე – „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი;
  • ხვიჩა მაქაცარია – „სელფის“ (ყოფილი „ბილაინის“) მფლობელი; მისი დაფუძნებული CBS ჯგუფი საქართველოში აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში “თელმიკო”, “თბილისი ენერჯი”, “საქართველოს ლატარიის კომპანია” და ა.შ.
  • ირაკლი გილაური – „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი;
  • ვანო ჩხარტიშვილი – „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი;
  • სულხან პაპაშვილი – ბიზნესმენი;
  • გიორგი კაპანაძე („რიჟა“), რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წილების ნაწილს ფლობს და დე ფაქტო განკარგავს;
  • ილია წულაია – „არქის”, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, დამფუძნებელი;
  • ნოშრევან ნამორაძე – „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „კრწანისი როიალ რეზიდენსის“, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა კომპანიების მფლობელი;
  • ვიქტორ ჯაფარიძე – ხელისუფლების პროპაგანდისტული რუპორის, „პოსტივის“მფლობელი,პარლამენტარი;
  • მიხეილ ჩინჩალაძე, მოსამართლე;
  • ლევან მურუსიძე, მოსამართლე

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა