ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილი გახდა გარდაცვლილები ნაირა, დალი და ლოლიტა როგავები არიან.
გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. არსებულ ინფორმაციით, მათი დაღუპვა საკვებით ინტოქსიკაციამ გამოიწვია, თუმცა ექსპერტიზა კვლევებს აწარმოებს და ზუსტი მიზეზი მოგვიანებით იქნება ცნობილი.
ადგილობრივები “ტვ პირველთან” მომხდარზე საუბრობენ.
როგორც მეზობლები tv პირველს უყვებიან, დების გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაცია გახდა.
მეზობლების თქმით, დებტან კონტაქტი ბოლოს 14 აგვისტოს ჰქონდათ.
,,ალბათ მოიწამლნენ საკვებით. ხოდა, მერე ერთმანეთს, ახლა მოვრჩებით, უკეთესად ვიქნებითო და გაუძლიერდათ, მოხვდა ალბათ ორგანიზმში ინფექცია და მოხდა ასეთი ტრაგედია. წუხელის იპოვეს, 7 დღის არისო, ექსპერტმა ასე თქვა, – ამბობს ადგილობრივი.
დავუშვათ, სოკომ მოწამლა. ისე, რომ ვერ დარეკეს, ყველას ერთად როგორ დაემართა ეს? იქ მოსახლეობაც არ არის მაინც და მაინც მჭიდრო და იმიტომ, არ შეაწუხა ალბათ ხალხი სუნმა, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ყულიშკარში, საკუთარ სახლში სამი და გარდაცვლილი ნახეს.
წყარო: tv პირველი
pozitivi.ge