19
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ₾1.57 მილიარდის ოქრო და ძვირფასეულობა არის დალომბარდებული – მონაცემებს გამოცემა BM.GE სებ–ზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს ის ოფიციალური მონაცემია, რომელიც ორგანიზაციებმა სებ–ში წარადგინეს,
სალომბარდე კრედიტები წლიურად 33%-ით ანუ 426 მილიონი ლარით გაიზარდა.
გარდა ოქროსი და ძვირფასეულობის, კრედიტის უზრუნველყოფის სახით 118 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილები და 6.8 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება არის დაგირავებული.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისო-ებმა 2026 წლის პირველ ნახევარში 287 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს, რაც წლიურად 43%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია სალომბარდე კრედიტებთან, რადგან ამ სეგმენტიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა 195 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 54%-ით არის გაზრდილი.
მთლიანობაში სალომბარდე სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის 79%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ მისო-ების საქმიანობა ამჟამად სწორედ სალომბარდე კრედიტების გაცემასთან არის დაკავშირებული.
მთლიანობაში, 2026 წლის პირველ ნახევარში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 117.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, მაშინ როცა 2025 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 70.5 მლნ ლარს შეადგენდა.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·