WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის მიმართ გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ფაქტს, სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე:

1) ეშინიათ ახალი სანქციების;

2) ცდილობენ, ისევ მოატყუონ დასავლეთი და რამე გამოივაჭრონ;

3) უჭირთ შიდა და გარე წნეხების ატანა;

4) შიდაოლიგარქიული წმენდაა.

ვისაც დაიჭერენ, ფულს მისცემენ და მალე გამოუშვებენ. რა სპეცრაზმელი დააკავეს🙂

რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს? 5 კაცი ალბათ მარტო მე დამხვდა სახლთან🙂

მთავარია დასავლეთი არ შეცდეს კიდევ ერთხელ“, – წერს გია ჯაფარიძე.