“ერთიანობა ნაციობალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს კახა კალაძეს, მმართველ პარტია:
“12 წლის წინ ბეთანიაში სათხილამურო ტრასა გავხსენით. მერე ქვეყანას და თბილისს ბანდერლოგი ქოცები შემოესივნენ. “რა ესაქმება თბილისს თხილამურებთან” – ივანიშვილის მფრინავი ფრაზაც იყო. შესაბამისად, ყველაფერი გაჩერდა, გაოხრდა.
ახლა კახა კალაძე, ეს თბილისზე შემომხტარი ბანდერლოგი, წანასაარჩევნოდ ურცხვად აცხადებს “აქ ადრე, ძალიან ადრე იყო სათხილამურო ტრასაო“. კი, ჯაგა, დენიკინის დროს იყო! მაგრამ თქვენ ხომ არც დენიკინი იცით ვინ იყო🤣
პ.ს. ვეფხისა და მოყმის ძეგლთან მარცხენა სანაპიროზე გადასასვლელი ხიდი 2017 და 2021 არჩევნებზე ხომ დაანონსეთ. ტრამვაიც ხომ სამჯერ დაანონსეთ. რკინიგზის გატანა ხომ ოთხი არჩევნების წინ დაანონსეთ – რამე ახალი მაინც დაანონსეთ, თორემ ისევ ნაცების აღორძინება შეგეტენებეთ🤣“, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.