საქართველოსთან მიმართებაში ევროკომისიის მძიმე დასკვნას, სოციალურ ქსელში, “ქართული ოცნების” მიმართ მწვავე შეფასებებით, ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:
“ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” იდენტობის შეცვლის “ოპერაცია” ჩაუტარა ქართულ სახელმწიფოს.
დაამახინჯა მისი მმართველობის ფორმა, ტალახში ამოსვარა საერთაშორისო იმიჯი.
“ქართული ოცნება” ანტიკონსტიტუციური ძალაა, მოღალატეობრივი, კრიმინალური და კორუმპირებული“, – აცხადებს ნინო ლომჯარია და ევროკომისიის დასკვნის ციტირებას ახდენს საქართველოსთან მიმართებაში:
“საქართველოს უკუსვლა უპრეცენდენტოა ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში. საქართველოს ხელისუფლება არ მიდის და ვერც წაიყვანს საქართველოს ევროკავშრისკენ. კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა“, – ნათქვამია ევროკომისიის შეფასებაში.

10 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·