WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობ რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლის ვი­დეო ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და - ვი­დეო აჟი­ო­ტა­ჟი და არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მოყ­ვა. კად­რებ­ში შე­ში­ნე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ჩანს გა­ჩე­რე­ბულ ზიპ­ლა­ინ­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამ ვი­დე­ო­ზე იცი­ნის, ნა­წი­ლიც კი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­სა­ცი­ლო არა­ფე­რია. რუს­კამ ვი­დეო თავ­და­პირ­ვე­ლად თვი­თონ­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მსა­ხი­ო­ბი Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ "აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­თუ­ლი იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქარი ამო­ვარ­და, წონა არ ეყო და ამის გამო ზიპ­ლა­ი­ნი შუა გზა­ზე გა­ჩერ­და".რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი:"აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­თუ­ლი იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქარი ამო­ვარ­და. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ჩემი წონა არ ეყო, ქარ­მა უკან წა­მი­ღო და შუა გზა­ზე გავ­ჩერ­დი. ბი­ჭე­ბი იმ­დე­ნად ოპე­რა­ტი­უ­ლე­ბი და უძ­ლი­ე­რე­სე­ბი არი­ან, მა­შინ­ვე იქ გაჩ­ნდნენ.
მოკ­ლედ, ჩემ­ნა­ი­რი წო­ნის ხალ­ხი ასეთ ქარ­ში არ უნდა დას­ხდნენ. სულ ეგ არის!

ამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად სი­მაღ­ლის მე­ში­ნია და არა­ვინ არ იცის სა­ერ­თოდ იქ რა­ტომ დავ­ჯე­ქი, არც მე ვიცი. თან შუა გზა­ზე რომ გა­მო­ვე­კი­დე, უკვე პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა მე­წყე­ბო­და და თა­ნამ­შრო­მე­ლი, ფან­ტას­ტი­კუ­რი ბიჭი ორ წამ­ში შე­მო­ვი­და და ყვე­ლა­ფე­რი მო­აგ­ვა­რა. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად არის და ვი­დეო იმი­ტომ დავ­დე, ხალ­ხი გა­ერ­თოს. კო­მენ­ტა­რე­ბი არ წა­მი­კი­თხავს, მაგ­რამ ვინც რას იფიქ­რებს, იმას და­წერს. ვი­ღა­ცას არ ეში­ნია სი­მაღ­ლის, ვი­ღა­ცას ეში­ნია და პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა ეწყე­ბა 300 მეტრზე გა­მო­კი­დე­ბულს. განაგრძეთ კითხვა

წყარო: ​palitravideo.ge​​​