5
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი და პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.
ის ამ დროისთვის დიღმის იზოლატორში გადაჰყავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გვარამიას მდგომარეობა სტაბილურია და მისი კლინიკაში გადაყვანა არ გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, აგრესიული სამართალდამცველები, “დროას” ოფისთან, ნიკა გვარამიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ამის შემდეგ კი გათიშულ მდგომარეობაში, დააკავეს.