წაკითხვა: 5
ჩემს კარგ მეგობარს, პროფესორ ირაკლი კობახიძეს. მე ვაფასებ თქვენს მეგობრობას. ძვირფას პროფესორს, დოქტორ ირაკლი კობახიძეს
სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფერენციაზე და სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.
ჩემთვის პატივია სამხრეთ კაროლინას მეორე საკონგრესო ოლქის ხალხის წარმომადგენლობა და ვაფასებ თქვენს წვლილს. თუ ოდესმე შემეძლება თქვენთვის დახმარება, გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ, დამიკავშირდეთ.”- ეს არის წერილი, რომელიც კონგრესმენმა ჯო ვილსონმა 2020 წელს გამოუგზავნა ირაკლი კობახიძეს.
წერილის დედანი “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
არ მოგერიდოს, გამომიყენე რამეშიო – ირაკლი კობახიძეს წერდა ეს პრინციპული კაცი “არ გამომიყენებ შენ, გამომიყენებს სხვა” – წერს მამუკა მდინარაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს