2026 წლიდან UFC ამერიკაში ტრანსლაციებისთვის ახალ პარტნიორს შეიძენს — ორგანიზაციამ არ გააგრძელა 2018 წლიდან მოქმედი ხელშეკრულება ESPN-თან და თანამშრომლობას Paramount+/CBS-თან იწყებს.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, Paramount 2026 წლიდან UFC-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდება. ხელშეკრულება მოიცავს წელიწადში 13 მასშტაბურ ღონისძიებასა და 30 Fight Night ტურნირს. დღევანდელი PPV მოდელი, სადაც მაყურებელი თითო ღონისძიებისთვის $80-ზე მეტს იხდის, სრულად გაუქმდება და კონტენტი Paramount+/CBS-ის ერთიანი გამოწერის ფარგლებში იქნება ხელმისაწვდომი. ამჟამად გამოწერა თვეში $11.99 ღირს, თუმცა მოსალოდნელია ფასის ზრდა.
შეთანხმების ღირებულება 2026-2032 წლებში $7.7 მილიარდს შეადგენს, რაც წელიწადში დაახლოებით $1.1 მილიარდს ნიშნავს. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება ESPN-თან დადებული წინა კონტრაქტის წლიურ $500 მილიონს. საინტერესოა, რომ მოლაპარაკებებში Netflix და Amazon-იც მონაწილეობდნენ, თუმცა საბოლოოდ Paramount-მა მოიპოვა პარტნიორობის უფლება.