3
შალვა პაპუაშვილმა ამტკიცებს რომ თორნიკე რაზმაძეს “დააკვირდა” და მას “ემოციურად დაზიანებული” პიროვნება უწოდ ტელეკამერების წინ.
მე მგონი, ყველა ვხედავთ, რომ ეს ადამიანი არის ემოციურად დაზიანებული პიროვნება, რომელსაც აქვს ემოციური კრიზისები ხანდახან. ვხედავთ, რომ აქვს პანიკური შეტევები, ცრემლები ღია ეთერში და ა.შ. ჩვენ ვუყურებთ მის ისტერიულ გამოვლინებებს, თითქოს, მას სჯიან იმისთვის, რომ რუს პროპაგანდისტს მიაყენა შეურაცხყოფდა და არიქა, ახლა წამებული გმირია. ეს არის მისი ფსიქოთერაპიის სეანსი, რასაც მე ვაკვირდები. ჩემი დაკვირვებაა, რომ ამ ადამიანს აქვს თავისი ემოციური პრობლემები და ეს მისი გამოვლინებები არის ფსიქოთერაპია. სურს, თავი წამოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც რუსეთს ხან ცრემლებით ებრძვის, ხან გინებით და მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ ამ ქმედებისთვის დასაჯოს. აბსურდია, რასაც საუბრობს. ამ ადამიანის ფსიქოლოგიური სეანსის მონაწილეები ნუ გავხდებით. მას აქვს ემოციური დაზიანებების პრობლემები და სჯობს, ამას მიხედოს. მისგან გმირი რომ არ გამოვა, მე მგონი, ყველა ვხედავთ“,
საერთაშიროსო alia.ge