"რატის ბარში" მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვს განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორეს დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო.
პროკურატურა ორივე შემთხვევაში სასამართლოსგან პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის თქმით, რომელსაც განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ივანე გიგლემიანი იცავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
პროკურატურის ინფორმაციით, 11 მაისს, დილით ადრე, დაახლოებით 05:30 საათზე, "რატის ბარში" ბრალდებულმა მამაკაცმა დაზარალებულს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.