1
ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ის ითხოვს მტკიცებულებებს, თუ რატომ არის ივანიშვილი და მისი გუნდი პრორუსული, “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი პასუხობს:
“რას აკეთებს ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი? და ბატონი კობახიძე და სხვები? ებრძვიან ევროკავშირს. პირდაპირ ჩართული აქვთ პროპაგანდა ევროკავშირის, მისი ინსტიტუციების გასაშავებლად. 28 ნოემბერს გამოაცხადეს, რომ საქართველომ დააპაუზა, პაქტიკულად, შეწყვიტა სვლა ევროკავშირისკენ, თავს ესხმიან ე.წ. “დიფ სთეითს” და ა.შ. ანუ ისინი მთლიანად ეწინააღმდეგებიან იმ დღის წესრიგს, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნდა და დღესაც გააჩნია. დანარჩენი, პრორუსულები არიან, ვისი დავალებით მუშაობენ, სპეცსამსახურები რომელი სხვა სააგენტოს თანამშრომლებით არის გამოტენილი, მოდით, ეს ჩვენმა საზოგადოებამ გადაწყვიტოს და იმსჯელოს ამაზე”, – ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.