UFC-ის ორგზის ქართველი ჩემპიონის თქმით, ბრძოლის ჩატარების თაობაზე რეალ მადრიდთან მოლაპარაკებები უკვე ჰქონდა, თუმცა UFC ივენთის სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარების წინააღმდეგია, რასაც თავისი მიზეზები აქვს.
"ჩვენ ამაზე მადრიდის რეალის წარმომადგენლებს უკვე ვაცნობეთ, თუმცა UFC სხვა აზრზეა. მათიც მესმის, რადგან ისინი უპირატესობას მაყურებლის შთაბეჭდილებებს ანიჭებენ.
ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სტადიონზე ბრძოლები არ უნდა ტარდებოდეს, რადგან ბოლო იარუსებზე მყოფი გულშემატკივარი ვერაფერს დაინახავს - სინამდვილეში კი სანტიაგო ბერნაბეუ სრულებით მზადაა, რომ ასეთ ღონისძიებას უმასპინძლოს
", - განაცხადა ილიამ.