რატომ არის მთვარის ეს დაბნელება განსაკუთრებული და რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დროს?

1 month ago 39

♍ რატომ არის ეს დაბნელება განსაკუთრებული?

ეს მოვლენა ქალწულის 23°58’ გრადუსზე მოხდება, რაც ნიშნავს, რომ ის გავლენას მოახდენს ჩვენს ორგანიზებულობას, ჯანმრთელობას, სამუშაო ჩვევებს და ლოგიკურ აზროვნებას.

ასტროლოგიური ინტერპრეტაცია

•ტრანსფორმაციული პერიოდი: მომდევნო რამდენიმე თვე მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იქნება.

•მეტე რეალიზმი და პასუხისმგებლობა: უნდა შევაფასოთ ჩვენი ვალდებულებები და რეალობას დავუბრუნდეთ.

•მთვარის ოპოზიცია სატურნთან: ფრთხილად იყავით ტყუილ დაპირებებთან და არ დაკარგოთ რეალობის განცდა.

•დამიწება და პრაქტიკულობა: კარგი დროა ახალი ჩვევების დასამკვიდრებლად, ფინანსური გადაწყვეტილებების გადასახედად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

⚠️ რისგან უნდა მოვერიდოთ?

❌ არასწორი დიაგნოზები – სამედიცინო საკითხებში სჯობს, მეორე აზრიც მოისმინოთ.

❌ არასწორი ფინანსური გადაწყვეტილებები – ერიდეთ გაუფიქრებლად ინვესტირებას.

❌ ინტოქსიკაციისა და ვირუსების რისკი – ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

❌ კონფლიქტები და კონფრონტაცია – სჯობს, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

✨ როგორ გამოვიყენოთ ეს დრო დადებითად?

✅ მეტი ფოკუსირება სამუშაოზე და პროექტების დახვეწაზე.

✅ ორგანიზებულობის გაზრდა და ყოველდღიური რუტინის გაუმჯობესება.

✅ ჯანმრთელობის გაძლიერება და სწორი კვების წესების დაცვა.

✅ ემოციური სიმშვიდე და სულიერ სამყაროსთან კავშირი – ლოცვა, მედიტაცია, განმარტოება.

ეს დაბნელება არ არის პანიკის მიზეზი, არამედ შესაძლებლობა, გადავხედოთ ჩვენს გეგმებს, ვიყოთ უფრო პასუხისმგებლიანები და პრაქტიკულები. მთავარი რჩევაა – მეტი სიფრთხილე, ნაკლები ილუზია და მეტი რეალური მოქმედება!

სრულად წაკითხვა