,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების მომატების ფაქტს და თავის მოსაზრებას აფიქსირებს აღნიშნულთან დაკავშირებით:
,,რატომ გადაწყვიტა ბიძინამ პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის მომატება? მით უმეტეს მაშინ, როცა ხელფასები პარლამენტის წევრებს ცოტა ხნის წინ გაეზარდათ? ქოც თვითმარქვია დეპუტატებს ეს ფული არ ჭირდებათ – მათი უმეტესობა მულტიმილიონერია, ხოლო ვინც ჯერ არაა, ქოცებში იმიტომაა, რომ მალე ისიც მილიონერი გახდეს. ხელფასით ქოცები არ ცხოვრობენ, ეგ არავის სჯერა.
ხელფასის ზრდის მიზეზი ორი რამე მგონია – 1) საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს გარეთ და საქართველოს მოქალაქეებს შიგნით დაუმტკიცონ, რომ ფული გვაქვს, ეკონომიკა დუღს, ინვესტიციები და საერთაშორისო დახმარება ფეხებზე გვკიდია, მოკლედ, ტყუილი გაყიდონ, რომ ყველაფერი კარგადაა, და 2) გაზრდილი ხელფასებით პარლამენტში შეიტყუონ ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციური გაერთიანებებიდან ცესკო-ს გაყალბებული შედეგებით არიან არჩეული. თავისი ვირეშმაკული და წვრილი ჩარჩული აზროვნებით ზომავენ”, – წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი