რატომ გაითიშა დენი საქართველოში - სემეკის წევრის განმარტება

4 hours ago 4

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი საქართველოში დენის გათიშვის მიზეზად ასახელებს ტესტირების პროცესს, რომლის ფარგლებშიც უნდა დადგენილიყო 24 და 25 ივლისს ავარიული გათიშვის მიზეზი.

„ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“, - აცხადებს გიორგი ფანგანი.

დღეს, 5 აგვისტოს საღამოს, დაახლოებით 20:10 საათზე საქართველოში ელექტროენერგია ავრიულად კვლავ გაითიშა. „სახელმწიფო ელეტროსისტემის“ საიტზე მოცემული ინფორმაციით, თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მიწოდება „განულებული“ იყო.

  • მანამდე, 24 და 25 ივლისს თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაითიშა;
  • მაშინ ელექტროენერგიის გათიშვასთან ერთად გაჩერდა მეტრო, საქართველოს რკინიგზა. გაითიშა GWP-ის სატუმბო სადგური, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს მცირე ხნით შეუწყდა წყალი.
  • ორი ე.წ. ბლექაუთის მიზეზთა დადგენაზე სემეკი და სუსი მუშაობენ;
  • გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენდირექტორი ვანო ზარდიაშვილი - ის შვებულებაში გავიდა, ხელმძღვანელის მოვალეობას კი ასრულებს დავით ვარდიაშვილი, რომელიც უწყებაში, გათიშვების შემდეგ, „გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ მივიდა.
სრულად წაკითხვა