რატომ დატოვა ნანუკა ჟორჟოლიანმა „მთავარი არხი“ და რას პასუხობს ნიკა გვარამია?

11 hours ago 2

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ „მთავარი არხი“ დატოვა.

„მეგობრებო, ვადასტურებ რომ დავტოვე ტელეკომპანია მთავარი.

არ ავხსნი როგორ მიყვარს ეს ტელეკომპანია. ჩემი დრო, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული მასში.

როგორ მიყვარს იქ მომუშავე გმირები.

ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის. როგორც იცით, ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე 😀

ანუ, ამ თემას ჩემი წასმოვლა არ დაუკავშიროთ. საბედნიეროდ ეს ამბავი მე არ მეხება. მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი. გარედან ვაწოდებდი პროდუქტს არხს.

მქონდა სხვა მიზეზები და ახლა არაა მასზე საუბრის დრო. ახლა მთავარია რა ხდება რუსთაველზე ❤️ მთელი ყურადღება, ენერგია ამ თემაზე უნდა დაიხარჯოს.

ახალ სეზონზე გავალთ ან ტვ პირველზე, ან ფორმულაზე. ორივესთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას.

პ.ს. რა ვაპრებდი ამ თემაზე საუბარს. უბრალოდ დაიწერა და სხვა გზა არ მქონდა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მისი პოსტი ნიკა გვარამიამ გააზიარა წარწერით:

„რა თქმა უნდა, ძალიან ძალინ საწყენია, მაგრამ წარმატებებს ვუსურევებ ნანუკა ჟორჟოლიანს. ცხადია, მეგობრობა სამსახურის გამო არ მთავრდება“.

სრულად წაკითხვა