რატომ უნდა ჩართოთ ავოკადო ყოველდღიურ რაციონში – განსაკუთრებით, თუ წონის პრობლემა გაქვთ

9 hours ago 3

ავოკადო დიდი ხანია ჯანსაღი კვების სიმბოლოა და სამეცნიერო მტკიცებულებები ამას საფუძვლიანი მიზეზით ადასტურებს. ცხიმის მაღალი შემცველობის მიუხედავად, ამ ხილის ყოველდღიური მოხმარება მრავალ სარგებელს გვთავაზობს, საჭმლის მონელების გაუმჯობესებიდან დაწყებული, ტვინისა და გულის დაცვით დამთავრებული.

აუმჯობესებს ნაწლავების ჯანმრთელობას

ავოკადო ბოჭკოს მდიდარი წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების ფლორის სიჯანსაღეს და საჭმლის მონელების სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას. The Journal of Nutrition-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ავოკადოს ყოველდღიური მოხმარება ზრდის სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას, აუმჯობესებს მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების გამომუშავებას და ამცირებს ნაღვლის მჟავების დონეს, რომლებიც იწვევენ ანთებას.

ხელს უწყობს წონის მართვას

კალორიულობის მიუხედავად, ავოკადო ხელს უწყობს სხეულის წონის სტაბილიზაციას. 2022 წლის კვლევის თანახმად, მონაწილეებმა, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღიურად ერთ ავოკადოს მიირთმევდნენ, წონაში არ მოიმატეს და ზოგიერთ შემთხვევაში, რამდენიმე ფუნტიც კი დაიკლეს. ჟურნალ Nutrients-ში 2019 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ავოკადო ხელს უშლის წონის მატებას ბოჭკოსა და მონოუჯერი ცხიმების, განსაკუთრებით ოლეინის მჟავaს წყალობით, რაც ამცირებს ცხიმის დაგროვებას და ახანგრძლივებს სისავსის შეგრძნებას.

ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს

მაგნიუმი, კალიუმი, პოლიფენოლები და ანტიოქსიდანტები მნიშვნელოვანია გულის ჯანმრთელობისთვის. მწიფე ავოკადო ყველა ამ საკვებ ნივთიერებას შეიცავს. კვლევები აჩვენებს, რომ მისი რეგულარული მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 16–22%-ით. ეს ეფექტი განპირობებულია ცხიმების, ვიტამინებისა და ბუნებრივი ანტიოქსიდანტების ბალანსით, რომლებიც აძლიერებენ სისხლძარღვებს და ხელს უწყობენ ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას.

ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას

ავოკადო მდიდარია ლუტეინით, ნაერთით, რომელიც გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს და აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციას. International Journal of Psychology-ში 2020 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლუტეინი ხელს უწყობს მეხსიერებისა და კონცენტრაციის შენარჩუნებას. Frontiers in Nutrition-ის 2021 წლის კვლევამ დაადასტურა, რომ ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარდნენ ავოკადოს ან გუაკამოლეს, უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ მეხსიერებისა და ყურადღების ტესტებში.

დღეში ერთი ავოკადო შეიძლება იყოს მარტივი და გემრიელი გზა ნაწლავების, გულისა და ტვინის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. მთავარია გვახსოვდეს, რომ სარგებელი მოაქვს ზომიერებას და დაბალანსებულ კვებას.

თამარ ქავჟარაძე

სრულად წაკითხვა