ლას ვეგასში ვეტერან ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელზეც საქართველოდან რაულ ცირეკიძემ იასპარეზა.
ვეტერანმა ძალოსანმა მწვრთნელის, დავით ხარატაშვილის ხელმძღვანელობით 110 კგ. წონითი კატეგორიის ატაცში 130 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა.
ცირეკიძემ აკვრაში თავი 157 კილოგრამს გაართვა და მესამე საფეხურზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 287 კილოგრამით ცირეკიძემ მკერდი ვერცხლის მედლით დაიმშვენა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.