ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კატალონიის "ბარსელონამ" სტუმრად "ნიუკასლი" 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი შეხვედრის გმირის მარკუს რაშფორდის თამაშს გამოეხმაურა.
"მოედანზე საუკეთესო იყო. დარწმუნებული ვარ, მისი განვითარება გაგრძელდება, ეს გოლები მას თავდაჯერებულობას შესძენს", - განაცხადა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რაშფორდი "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა და კლუბისთვის უკვე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა 5 მატჩში.