UFC-ის ყოფილი ჩემპიონი და დაუმარცხებელი ლეგენდა, ხაბიბ ნურმაგომედოვი, თავის ნათესავს, უსმან ნურმაგომედოვს განსაკუთრებით დიდი შეფასებით გამოეხმაურა. ხაბიბის თქმით, ქართველ ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან დაპირისპირება იდეალური გზა იქნებოდა იმის დასადგენად, ვინ არის რეალურად საუკეთესო.
"უსმანმა და ილიამ უნდა იჩხუბონ. მხოლოდ ასე გავიგებთ, რომელი უფრო მაგარია. ხალხმა რაც უნდა ის ილაპარაკოს, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ უსმანი უფრო მრავალმხრივი მებრძოლია. ჩემი აზრით, ის თოფურიაზე მაგარია,“ – აღნიშნა ნურმაგომედოვმა.
უსმან ნურმაგომედოვი ამჟამად PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონია. მისი MMA-ის სტატისტიკა შთამბეჭდავია – 19 გამარჯვება და არცერთი ოფიციალური მარცხი, თუმცა ერთ-ერთი ბრძოლა დოპინგ-ტესტის დადებითი შედეგის გამო გაუნულდა.