ყველასთვის საყვარელი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ესწრება.
როგორც ის ტელეკომპანია “ფორმულასთან“ აცხადებს, მთავრობა ადამიანების მოთხოვნებს მხოლოდ სისასტიკით პასუხობს.
“რაც მეტ ადამიანობას ვითხოვთ და რომ ხალხს მოუსმინონ, მით უფრო სისასტიკე მოდის პასუხად, ნეტა სად არის ამ სისასტიკის ზღვარი?! რაც უფრო მეტ შველას, პასუხს ადამიანობას ვითხოვთ, უფრო მეტი სისასტიკით გვპასუხობს, ვინც გვპასუხობს, მთავრობა, თუ რაც ჰქვია.
ამ ქვეყანაში, ამდენ შეკრებილ ხალხს... ჯერ უნამუსოდ, 5 000 კაცი დგას და ა.შ. რა თავებს ითვლით? დაიღალა ეს ხალხი ამ თავების თვლით. გამოვიდეს, ერთი ვინმე, რომელიმე ინსტიტუცია, ავტორიტეტი, ადამიანი არ დარჩა ვინც გამოვა და ადამიანებს მოუსმენს? მოუსმინოს და თქვას, რომ ეს კაცი მართალს ლაპარაკობს...
შეიძლება იქამდე მიიყვანო ქვეყანა, რომ ერთი კაცი, ან ინსტიტუტი არ არსებობდეს, რომ ვიღაცა დააშოშმინოს. იმის პასუხად, რომ მართლა ვიღაცა გამოვიდეს და რაღაცა თქვას, პასუხია სისასტიკე,“ - აცხადებს შოთა არველაძე