WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

9

რაც უფრო მეტად წინ მივდივართ აღნიშნულ საქმეზე, მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყერის ვერსია – ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჰყვება.

იურისტის შეფასებით ვიღაცას აწყობდა მიჩქმალულიყო გამოძიება და  გაჩერებულიყო საგამოძიებო მოქმედებები:

“წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, აღნიშნულ საქმეში მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყრის ვერსია. ჩემი შეფასებით, ვიღაცას აწყობდა, ვიღაცის ინტერესში შედიოდა, რომ მიჩქმალულიყო გამოძიება, გაჩერებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, არ დადგენილიყო ჭეშმარიტება“, – თქვა “პირველებთან” ტარიელ კაკაბაძემ.

დილიდან განახლდა სამძებრო სამუშოები სოფელ მლეთაში. 12 წლის წინ დაკარგულ გურამ დადიანიძეს ექსპერტ-კრიმინალისტები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ეძებს. ამ წუთებში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმ ფერდზე იმყოფებიან საიდანაც 2014 წელს დადიანიძის კვალი გაქრა.