“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც ისევ და ისევ მუქარას დაუთმო მთელი თავისი გამოსვლა” – გიორგი ვაშაძე

7 months ago 5

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების’’ მიერ 29 აპრილს გამართულ აქციაზე, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით:

,,რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არის შეუმდგარი დიქტატორი, რომელმაც ისევ და ისევ მუქარას დაუთმო მთელი თავისი გამოსვლა. ემუქრება ქართველ ხალხს, ემუქრება ახალგაზრდებს, ემუქრება ყველას, ვინც მის აზრს არ ითვალისწინებს და ამით კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატა ის ამოცანა, რაც ჩვენ ყველას გვაქვს, რომ ჩვენ ის სწრაფად უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას.

გუშინდელი დღე – ეს იყო საბოლოო სიტყვა ,,ქართული ოცნების’’ მხრიდან, რომ მათ მხარდაჭერა არ აქვთ, არც მათ რუსულ კანონს აქვს მხარდაჭერა და უბრალოდ თუ შევადარებთ 28-ს (აპრილს) და 29 (აპრილს) – 28-ში იყო ქართული, ეროვნული ღირსების ზეიმი, გუშინ კი იყო – რაღაც გამდიდრებული ელიტის ბოლო გაბრძოლება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ რომ ევროკავშირისკენ წავიდეთ’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

სრულად წაკითხვა