ესპანური მედიების ინფორმაციით, რეალმა შესაძლოა კოპა დელ რეის ფინალში თამაშზე უარი განაცხადოს - მადრიდელებს მსაჯისა და VAR არბიტრების შეცვლა სურთ.
საქმე ისაა, რომ მატჩს რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა გაუძღვება, რომელმაც დღეს გამართულ კონფერენციაზე რეალის ტელევიზიის მხრიდან ზეწოლასა და ბულინგზე ემოციურად ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ელ კლასიკო კოპა დელ რეის ფინალში 26 აპრილს, 23:55-ზე გაიმართება.