"რეალს უკვე ვესაუბრეთ კიდეც" - იჩხუბებს თუ არა თოფურია სანტიაგო ბერნაბეუზე

1 week ago 7

UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას სურვილი და ოცნებაა, რომ სამომავლოდ საჩემპიონო ქამარი მადრიდის რეალის საშინაო სტადიონზე, სანტიაგო ბერნაბეუზე ესპანელი გულშემატკივრის წინაშე დაიცვას (ესპანეთი ილიას მეორე სამშობლოდ ეკუთვნის).

როგორც თოფურია ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით ის UFC-ის წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა კიდეც, თუმცა ისინი ამ იდეით დიდად მოხიბლულები არ არიან.

ჩვენ ამაზე მადრიდის რეალის წარმომადგენლებს უკვე ვაცნობეთ, თუმცა UFC სხვა აზრზეა. მათიც მესმის, რადგან ისინი უპირატესობას მაყურებლის შთაბეჭდილებებს ანიჭებენ.


ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სტადიონზე ბრძოლები არ უნდა ტარდებოდეს, რადგან ბოლო იარუსებზე მყოფი გულშემატკივარი ვერაფერს დაინახავს, სინამდვილეში კი სანტიაგო ბერნაბეუ სრულებით მზადაა, რომ ასეთ ღონისძიებას უმასპინძლოს.

- ამბობს ილია თოფურია.

სრულად წაკითხვა