მსახიობი კახა კინწურაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მხარდაჭერას, სოლიდარობას უცხადებს საპროტესტო აქციებში მონაწილეებს, რომლებიც დაპატიმრებულები არიან თუ საჯარო სამსახურებიდან ათავისუფლებენ:
,,ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგევართ, დღეს. რეალურად სახელმწიფო აღარ არსებობს და შესაბამისად, ქვეყნის გადასარჩენად იბრძვიან ადამიანები.
ზოგიერთი მათგანი დაჭერილია, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებულია სამსახურიდან და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.
ამ ყველაფერს დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ“, – განაცხადა კახა კინწურაშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი