2026 წლის 1-ლი ივლისიდან შემდეგი რეგულაციები ამოქმედდება:
1 ივლისიდან საქართველოში სასტუმროებსა და კვების ობიექტებში მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება აეკრძალებათ.
პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ – მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ევრო თუ დოლარი.
ახალი რეგულაციები შეეხება შინაურ ბინადარი ცხოველების შემგროვებლურობასა და მათი გამრავლების წესების დაცვაზე;
მკაცრად გაკონტროლდება ცხოველის მიტოვების საკითხი და ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის დოკუმენტების მოწესრიგება;
2026 წლის 1-ლი ივლისიდან ანტირაბიული ვაქცინაციისა და სტერილიზაცია – კასტრაციის პირობების დარღვევისთვის განისაზღვრა გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმები;
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხება ცხოველების მიმკედლებლებსაც. მათ სრულად დაეკისრებათ ვალდებულება უზრუნველყონ მიკედლებული ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვა.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·