მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის გამო, „პარი სენ-ჟერმენმა“ წინასასეზონო მზადება შედარებით გვიან დაიწყო. მიუხედავად ამისა, „ტოტენჰემთან“ ევროპის სუპერთასის ფინალში გუნდმა გამარჯვება მაინც მოიპოვა, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ფრანგური გრანდი ჯერ სრულ მზადყოფნაში ვერ არის.
„პარიზიენის“ ინფორმაციით, ლუის ენრიკე ახალ სეზონსაც მოულოდნელობებით იწყებს. „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში მან შეცვალა ტაქტიკური სქემა და ფაბიან რუისი ძირითადი შემადგენლობიდან ამოიღო. სავარაუდოა, რომ ესპანელი მწვრთნელი „ნანტთან“ გასვლით მატჩშიც სხვადასხვა ექსპერიმენტს მიმართავს.
მეკარის პოზიციაზე კვლავ იგივე სიტუაციაა: ჯანლუიჯი დონარუმა „მანჩესტერ სიტის“ შესაძლო ტრანსფერს ელოდება და ამჯერად კარში ლუკა შევალიე დადგება. პარიზელებს ასევე ვერ დაეხმარება დისკვალიფიცირებული ჟოაო ნევეში. სამაგიეროდ, სავარაუდოდ, პირველი ოფიციალური მატჩს ჩაატარებს „ბორნმუთიდან“ გადმოსული მცველი ილია ზაბარნი.
„პარიზიენის“ ვარაუდით, სასტარტო თერთმეტეულში ადგილი ხვიჩა კვარაცხელიასაც არ ექნება, რაც სეზონის სტარტზე ლუის ენრიკეს გეგმების კიდევ ერთ სიურპრიზად შეიძლება ჩაითვალოს.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა „ნანტთან“:
შევალიე, ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, ბერალდო, ლი, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, რამუში, მბაიე.