„სარკე“
რეზო გაბრიაძე ერთ-ერთი იმ ,,კეთილ ჯადოქართაგანია” მსოფლიოში, ვინც კაცობრიობა უკეთესობისკენ შეცვალა. 2021 წლის ივნისის შუა რიცხვებში მას საქართველო და მთელი მსოფლიო დაემშვიდობა და ქართველი ერის საკრალურ ადგილას – მთაწმინდაზე – განუწესა სამუდამო განსასვენებელი. დღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, რომ გარდაიცვალა მისი მეუღლეც, ელენე ჯაფარიძე, რომელსაც რეზო გაბრიაძე კროშკას ეძახდა.
გენიალური ადამიანის ცხოვრებაზე, მათ შორის – სიყვარულის ამბავზე, ,,სარკეს” მისი ახლო მეგობარი, ფიზიკოსი გია მაჩაბელი უამბობდა:
-,,სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი” – რეზო ფრაზაა. როგორი იყო მისი სიყვარულის ამბავი?
– ელენე დაინახა თუ არა, მაშინვე შეუყვარდა. სულ გამოპრანჭული დადიოდა მაშინ და მის მოხიბვლას ცდილობდა. სამწუხაროდ, ელენეს ახლა ალცჰეიმერის დაავადება აქვს და ფაქტობრივად აღარაფერი ახსოვს. ახლა ამბობს, მახსოვს, გაბრიაძე ჩემი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ მასზე არ გავთხოვილვარო.
ალბათ მისთვის კარგიც არის ეს ამბავი, რადგან ვერ ხვდება, რომ რეზო მისგან წავიდა. პროფესიით მუსიკოსია, კონსერვატორია აქვს დამთავრებული. რეზო ბოლომდე გიჟდებოდა კროშკაზე, მაგრამ მას აღარ ახსოვს. ბოლოს ამბობდა, რატომ უნდა ვცხოვრობდე ვიღაც გაბრიაძესთან ერთად, მე ხომ არასოდეს ვყოფილვარ მისი ცოლიო. რეზო ამ ამბავსაც ძალიან განიცდიდა…ზედმეტად ნიჭიერი კაცი იყო. ხატავდა, ძერწავდა, წერდა… (კითხვის გაგრძელება)