"რეიტინგში ხამზატი მერაბზე წინ ამიტომ უნდა იყოს" - დანიელ კორმიეს განცხადება

1 week ago 6

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი და ორგანიზაციის ლეგენდა, დენიელ კორმიე, მიიჩნევს, რომ Pound for Pound რეიტინგში გარკვეული კორექტირებები აუცილებელია. „DC“-ის თქმით, ხამზატ ჩიმაევს, რომელმაც დრიკუს დუ პლესი დაამარცხა და საშუალო წონის ტიტული მოიპოვა, უფრო მაღალი პოზიცია ეკუთვნის, ვიდრე ქართველ მებრძოლს მერაბ დვალიშვილს.

ჩემთვის ჩიმაევი მესამე ადგილზე უნდა იყოს. Pound for Pound რეიტინგი ასახავს იმას, რამდენად ეფექტურია მებრძოლი სხვადასხვა წონით კატეგორიაში. დვალიშვილმა კარიერა მთლიანად სუპერ მსუბუქში გაიარა, მაშინ როდესაც ხამზატმა ქვესაშუალო წონაში უმაღლეს დონეზე დაამტკიცა შესაძლებლობები,“ – აღნიშნა კორმიემ.

მან ხაზი გაუსვა ჩიმაევის მიღწევებს: „ხამზატმა უკვე დაამარცხა ყოფილი ჩემპიონი კამარუ უსმანი და დიდხანს სატიტულო ბრძოლასთან ახლოს იყო. ახლა კი, როდესაც დუ პლესის დამარცხებით ქამარს დაეუფლა, ის ერთ რიგში უნდა იდგეს ისლამ მაჰაჩევთან და ილია ტოპურიასთან. დიახ, მერაბის მსგავსი წარმატება სუპერ მსუბუქში ვერავის აქვს, მაგრამ აქ საუბარია მხოლოდ ერთ დივიზიონზე.

სრულად წაკითხვა